ახალი ამბები

ალასანია: ეს არის პოლიტიკური მკვლელობის მცდელობა

4 ნოემბერი, 2014 •
ალასანია:  ეს არის პოლიტიკური მკვლელობის მცდელობა

“მე მინდა, რომ ჩემთან ჰქონდეთ საქმე, პირიქით, მე დამიჭირონ, თუ მათ უნდათ ჩემი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, ან თუნდაც ნებისმიერი სხვა ფორმით დაკავება… მთავარია, ჩემთან ჰქონდეთ საქმე და ამ უდანაშაულო ადამიანებს დაანებონ თავი. [დღევანდელი გადაწყვეტილების] ერთ-ერთი მიზეზი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ოპონენტის განადგურების მცდელობაა, მაგრამ ამისგან არაფერი არ გამოუვათ. მე 22 წელია საჯარო სამსახურში ვარ და ვიცი, რა დგას ჩემს უკან. ჩემს უკან დგას საქმე. ეს არის პოლიტიკური მკვლელობის მცდელობა, მაგრამ ამის უკან არაფერი არ დგას და არ გამოუვათ”,- განაცხადა ალასანიამ გადაცემა “არჩევანში”. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი