“ყველას კარგად ახსოვს როგორ განვითარდა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩემი და ბიძინას [ივანიშვილი] ურთიერთობა და მაშინ ყველაზე მთავარი იყო ერთობა შენარჩუნებულიყო. ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც მოდიოდა იმჟამინდელი პრემიერის მხრიდან, აუცილებელი იყო, რომ მომეთმინა, რომ ეს ერთობა, ის მიზნები, იდეალები, რაც დავისახეთ ერთობლივად კოალიციამ, მიგვეღწია. ნაწილობრივ ეს მიღწეულია და მე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების მთავრობაში და კოალიციაში.  ხვალ როდესაც გვექნება პოლიტსსაბჭო, განვიხილავთ როგორ აგრძელებს კოალიცია მოქმედებას “,- განაცხადა ალსანიამ გადაცემა “არჩევანში” 

 

მისივე თქმით, იგი ყოფილ-პრემიერ მინისტრს, მას შემდეგ რაც მან თანამდებობა დატოვა, მხოლოდ ერთხელ შეხვდა. მისივე თქმით, მან არ იცის რამდენად ხშირი და როგორი ურთიერთობაა  მოქმედ და ყოფილ პრემიერმინისტრებს შორის. 

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია გადააყენა. მის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *