ახალი ამბები

ღარიბაშვილის განცხადებით თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება

4 ნოემბერი, 2014 • • 1235
ღარიბაშვილის განცხადებით თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე იქნება

ამ დრომდე მინდია ჯანელიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი იყო. საბჭო საკონსულტაციო-სათათბირო ორგანოა და საფრთხეების შემცირებისა და ნეიტრალიზების მიზნით შესაბამის რეკომენდაციებს უმზადებს საქართველოს მთავრობას.

 

მინდია ჯანელიძეს დამთავრებული აქვს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია, კონტრმზვერავი/იურისტი-სამართალმცოდნის სპეციალობით, დამატებითი სპეციალური განათლება მიღებული აქვს დასავლეთის ქვეყნებში. საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსი, 2012 წლიდან კი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს. მინდია ჯანელიძე, სამხედრო წოდებით არის პოლკოვნიკი, მიღებული აქვს ღირსების ორდენი და ასევე უწყებრივი ჯილდო – მედალი “მაღალი პროფესიონალიზმისთვის”.

 

მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება
მინდია ჯანელიძე ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი