ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივით გამოდიან

4 ნოემბერი, 2014 • 1065
სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების ინიციატივით გამოდიან

დოკუმენტს აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების ყოფილმა წამომადგენლებმა და ექსპერტებმა – ელდარ ნამაზოვმა და დავიდ შახნაზარიანმა ჰელსინკში შეხვედრის დროს მოაწერეს ხელი. დეკლარაციას მხარი დაუჭერეს ასევე ორი ქვეყნისა და მთიანი ყარაბაღის აქტივისტებმაც. დეკლარაცია “მინსკის დამოუკიდებელი სამოქალაქო პროცესის” ფარგლებში იქნა მიღებული.


დოკუმენტის ავტორებმა 2010 წლის 8 დეკემბერს თბილისში “მინსკის დამოუკიდებელი სამოქალაქო პროცესის” ფარგლებში ხელმოწერილი დეკლარაცია გაიხსენეს და ხაზი გაუსვეს, რომ მასში გაცხადებული მოწოდებები არ შესრულდა.

 

2010 წლის 8 დეკემბრის დეკლარაცია კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებდა, “ბოლო მოეღოთ საომარი რიტორიკისთვის, დაუყოვნებლივ გადაედგათ ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად  და თავიდან აეცილებინათ შეიარაღებული ინციდენტები”.

 

თბილისში მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნული იყო ასევე შეხების ხაზიდან  სნაიპერების  დაუყოვნებლივ გაყვანისა და მთიანი ყარაბაღის დასახლებების “საგზაო რუკის” შემუშავების შესახებ.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი