ახალი ამბები

ჩემთვის მთავარია, სისტემიდან ჯანმრთელი გავიდეს – წულუკიანი მერაბიშვილზე

11 მაისი, 2019 •
ჩემთვის მთავარია, სისტემიდან ჯანმრთელი გავიდეს – წულუკიანი მერაბიშვილზე

“ჩემთვის მთავარია, რომ [ვანო მერაბიშვილი] სისტემიდან გავიდეს მაქსიმალურად ჯანმრთელი. ეს არის მთავარი და მისი მკურნალობისთვის, თქვენ იცით, მთელი პარიპეტიები იყო. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ის არის ჯანმრთელი”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ტვ “იმედზე” “ქრონიკის” წამყვანის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ე.წ. უდოს კომისიის უარყოფით დასკვნას ეხებოდა.

წულუკიანმა გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ როცა მსაჯვრდებული “არც კი აღიარებს დანაშაულს”, საბჭოს აზრით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება ნაადრევია.

“თუმცა, მაქვს აქვს კლავ მიმართვის უფლება. გათავისუფლებამდე ბოლო თვეებში ეს უფლება ყოველთვიური ხდება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს კომისია”, – აღნიშნა მინისტრმა.

მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ე.წ. უდოს კომისიის უარყოფითი გადაწყვეტილება 24 აპრილს გახდა ცნობილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი