ანონსში, რომელიც ნეტგაზეთმა პარტიიდან მიიღო, ბრიფინგის თემა დაზუსტებული არ არის:
მთავარმა პროკურატურამ დღეს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს 6 მაღალჩინოსნის მიმართ ახალი ბრალდების შესახებ ისაუბრა, ამჯერად საქმე ეხება ჯარესიკაცების კვებით მოწამვლის შესაძლო ფაქტს.
უფრო ადრე კი, 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

