ახალი ამბები

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება

4 ნოემბერი, 2014 •
პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვდრა კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში 18:00 საათზე გაიმართება და მას საპარლამენტო უმრავლესობის გარდა მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი 4 მილიონის გაფლანგვის საქმეზე 29 ოქტომბერს წარუდგინეს და დააკავეს. ამ დროს მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში არ იმყოფებოდა, ის თბილისში შაბათს, 1 ნოემბერს დაბრუნდა. იმავე დღეს გაიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელსაც ღარიბაშვილი და ალასანია ესწრებოდნენ. გუშინ კი, 3 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილი კოალიციის წევრი პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის ლიდერი ირაკლი ალასანიაა.


კოალიცია “ქართული ოცნება” აერთიანებს 6 პოლიტიკურ ძალას, ესენია: პარტია “ქართული ოცნება”, “რეპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატორები”, “მრეწველები”. 


8 ნოემბერს გაიმართება “თავისუფალი დემოკრატების” ყრილობა, სადაც დაგეგმილია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ისევ ირაკლი ალასანია დაიკავებს. ალასანიამ ეს პოზიცია მას შემდეგ დათმო, რაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი