ახალი ამბები

პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება განიხილა

4 ნოემბერი, 2014 •
პრეზიდენტმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება განიხილა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარგველაშვილმა და ზანიერიმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს.

 

“გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება მავთულხლართების საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საქართველოს მხრიდან გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზება არ მოხერხდა და რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მისი განცხადებით, რუსეთი გეგმავს წლის ბოლომდე აფხაზეთთან  ე.წ. “მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულება გააფორმოს, რაც აფხაზეთის ანექსიისკენ პირდაპირი ნაბიჯია”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ მოსკოვს მკაფიო გზავნილი უნდა მიუვიდეს ჟენევის ფორმატით კონსტრუქციული მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობის თაობაზე; 

 

“შეხვედრისას დადებითად შეფასდა ის, რომ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გასაგრძელებლად, საქართველო აქტიურ თანამშრომლობას ეუთოს ინსტიტუტებთან აგრძელებს”.


ეუთო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა სამუშაო საუზმის ფორმატში გაიმართა და მას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი