ახალი ამბები

7 წლის გოგონას დახმარება ესაჭიროება

4 ნოემბერი, 2014 •
7 წლის გოგონას დახმარება ესაჭიროება

 

პირველკლასელი  გოგონას ნათესავები “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობენ, რომ სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა  დიდთოვლობის გამო ექიმები სოფელში ვერ მიდიან: 

 

“ახლა ველაპარაკე სკოლის დირექტორს, სოფელში მცხოვრებ ერთ მასწავლებელს ავტომანქანა ვილისი ჰყავს და,  როგორც მითხრა, მასწავლებელი ჩაგვაყვანინებს ბავშვს ცენტრის ამბულატორიამდე, ჯერ არ მოსულა, ველოდებით, ადრე ასეთი ტკივილები არასოდეს ჰქონია”-ამბობს ბავშის დეიდა.

 

ეს სოფელი ხულოს ცენტრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს, თუმცა იმის გამო, რომ მთელი ღამე თოვდა, სოფელში მისასვლელი საცალფეხო გზაც კი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი