ახალი ამბები

“გირჩი” აცხადებს, რომ საროსკიპოს ხსნის

10 მაისი, 2019 • 767
“გირჩი” აცხადებს, რომ საროსკიპოს ხსნის

პოლიტიკური პარტია “გირჩი” ამბობს, რომ საროსკიპოს ხსნის. ამის შესახებ პარტიაში დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

პარტიის ლიდერების, მათ შორის, მთაწმინდაზე გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატის, ჰერმან საბოს თქმით, ნებსიმიერ მსურველს შეეძლება “გირჩის” ოფისში მოწყობილი სპეციალური ოთახით ისარგებლოს. მათ შორის, “შეუძლია ამოიყვანოს სექსმუშაკი და იქირაოს ოთახი”.

საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობა [სსკ-ის 254-ე მუხლი], მათ შორის, პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. “გირჩიში” ამბობენ, რომ სწორედ ამ ჩანაწერს სახელმწიფო ბოროტად, ხშირად კი რიგი ადამიანების, ტერორისთვის იყენებს.

ნეტგაზეთმა გირჩის განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის მიმართა შსს-საც, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს მალე მოგვაწვდიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი