ახალი ამბები

BBC რადიოს წამყვანი პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილზე დაწერილი პოსტის გამო გაათავისუფლეს

9 მაისი, 2019 • 953
BBC რადიოს წამყვანი პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილზე დაწერილი პოსტის გამო გაათავისუფლეს

BBC რადიოს წამყვანი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილზე დაწერილი რასისტული პოსტის გამო გაათავისუფლეს. როგორც The Guardian წერს, დენი ბეიკერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე ახალშობილი შიმპანზეს შეადარა.

პოსტი, რომელიც ამჟამად წაშლილია, შავ-თეთრ ფოტოს შეიცავდა, სადაც მდიდრულად ჩაცმული წყვილის გვერდით კოსტუმში გამოწყობილი შიმპანზე იყო გამოსახული წარწერით – “სამეფო ბავშვი საავადმყოფოს ტოვებს”.

მოგვიანებით, ბეიკერმა ბოდიში მოიხადა ფოტოს გამოყენებისთვის. BBC-ის სპიკერმა კი განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება აღნიშნული მედიაკომპანიის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და მიუხედავად იმისა, რომ ბეიკერი ჩინებული რადიოწამყვანია, ის კომპანიაში მუშაობას აღარ გააგრძელებს.

როგორც The Guardian წერს, ბეიკერმა ტვიტი მხოლოდ მას შემდეგ წაშალა, რაც სოციალურ ქსელში ფოტოს გამო რასიზმში დაადანაშაულეს. აღსანიშნავია, რომ მეგან მარკლის დედა აფრო-ამერიელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი