როგორც “ნეტგაზეთს” ფონდში განუცხადეს, საიუბლეო ღონისძიებები მათ დაახლოებით 2 თვეა, რაც დაიწყეს. პირველი ასეთი ღონისძიება ბათუმის მედიაკონფერენცია იყო.
“გადავწყვიტეთ, რომ გავიხსენოთ, მოვყვეთ, რა გაგვიკეთებია ამ 20 წლის მანძილზე, იმიტომ, რომ ძალიან მოცულობითი იყო ის საქმე, რაც ფონდს გაუკეთებია. არის სხვადასხვა სფერო: არის კულტურა, განათლება, მედიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები,”– უთხრეს “ნეტგაზეთს” ფონდში
ფონდის ცნობით, იმ სფეროების შესახებ, რასაც “ღია საზოგადოება – საქართველოს” საქმიანობა მოიცავს, საზოგადოებას ინფოგრაფიკებითა და დოკუმენტური ფილმების საშუალებით მოუთხრობენ.
ჯორჯ სოროსი ბოლოჯერ საქართველოში 2012 წლის მიწურულს იმყოფებოდა. ის კერძო ვიზიტით ჩამოვიდა და მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ფონდის განცხადებით, 20 წლის იუბილეზე ფონდის დამფუძნებლის, ჯორჯ სოროსის გარდა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფონდ “ღია საზოგადოების” წევრებიც არიან მოწვეულები.





