ახალი ამბები

ხადური: მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით გაიზრდება

3 ნოემბერი, 2014 • • 1064
ხადური: მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 50 ლარით გაიზრდება

ამ საკითხზე კომენტარი მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა:

 

“მასწავლებელთა ხელფასი ახალი სასწავლო წლიდან იზრდება. პირველი სექტემბრიდან დაგეგმილია საბაზისო ხელფასის ზრდა 50 ლარით და მაღალი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასის გაზრდა დაახლოებით 200 ლარით”.

 

2015 წლიდან პედაგოგის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით გასულ თვეებში განცხადებები გააკეთეს როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც.

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

 

მასალების გადაბეჭდვის წესი