ახალი ამბები

სანიკიძე: პედაგოგის ხელფასის გაზრდის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება

3 ნოემბერი, 2014 •
სანიკიძე: პედაგოგის ხელფასის გაზრდის საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება

მინისტრის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტი მზარდია:

 

“2015 წლის განათლებისა და მეცნიერების სამინისრტოს ბიუჯეტი ნამდვილად არის მზარდი, ზრდა მიმდინარეობს როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო სახსრების კვალობაზე. რაც შეეხება დაზუსტებას, ჩვენ დღეს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ მუხლებს და დავაზუსტებთ. გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, პარლამენტის შენიშვნები,”– განაცხადა თანარ სანიკიძემ.

 

2015 წლიდან პედაგოგის ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით გასულ თვეებში განცხადებები გააკეთეს როგორც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. თუმცა, რა რაოდენობით გაიზრდება ხელფასი, ჯერჯერობით უცნობია.

თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი