ახალი ამბები

თბილისში მიწის ჩამოშლის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

8 მაისი, 2019 •
თბილისში მიწის ჩამოშლის გამო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მიწა ჩამოიშალა. როგორც მერიაში აცხადებენ, იმის გამო, რომ საფრთხე არ შექმნოდა მოსახლეობას, მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური, რომელიც შეამოწმებს კორპუსის მდგრადობასა და უსაფრთხოებას და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მოსახლეობის საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

იქ, სადაც მიწა ჩამოიშალა, მიმდინარეობა მშენებლობა, თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობა გარკვეული შეუსაბამობების გამო კახა კალაძის უშუალო გადაწყვეტილებით რამდენიმე თვის წინ შეაჩერეს. ამ დროისათვის უცნობია, უკავშირდება თუ არა მიწის ჩამოშლა შეჩერებულ მშენებლობას. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი