ახალი ამბები

უსუფაშვილი ფარული მოსმენების გასაღების საკითხზე პრემიერის პოზიციას სრულად არ იზიარებს

2 ნოემბერი, 2014 •
უსუფაშვილი ფარული მოსმენების გასაღების საკითხზე პრემიერის პოზიციას სრულად არ იზიარებს

“ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, მისი პოზიცია არის, რომ [“გასაღები”] უნდა დარჩეს იქ, სადაც არის [შსს], ვინაიდან ისინი ყველაზე სწორად და ეფექტურად გაუძღვებიან ამ საქმეს. მან ისიც თქვა, რომ მნიშნელოვნად უნდა გაიზარდოს კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმიო. მე ამ დებულებას სრულად არ და ვერ გავიზიარებდი. მე მგონია, რომ კონტროლისა და მონტორინგის მექანიზმები უნდა გაიზარდოს, რაც შეეხება თავად ამ საინფორმაციო ბაზის და იმ ადამიანის ადგილსამყოფელს, ვინც სასამართლოს ნებართვის საფუძველზე რაღაც უნდა ჩართოს, ამაზე ცოტა მოგვიანებით კონკრეტული მოსაზრებები მექნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


პარლამენტმა ე.წ. გასაღების ადგილსამყოფელის საკითხი დეკემბრამდე უნდა გადაწყვიტოს. პრემიერი მხარს გასაღების შსს-სთვის დატოვებას უჭერს, ხოლო არასამთავრობო სექტორი “ეს შენ გეხებას” ფარგლებში ორი გასაღების მოდელის დანერგვის ინიციატივით გამოდის, რომელთაგან ერთი მობილურ ოპერატორებს, ხოლო მეორე – სასამართლოს ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი