ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, კაცი, რომელსაც სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ეძებს, საქონლის მოსაძებნად იყო წასული. მამაკაცს ახლდა ძაღლი, რომელიც ადიდებულ მდინარეში გადახტა. ადიდებულ მდინარეში ინსტიქტურად გადაეშვა კაციც, რომელსაც მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ.
გამგებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე უკვე მორჩნენ ხისგან გადაკეტილი ქუჩის გაწმენდას და მოძრაობა აღდგენილია. მისივე თქმით, ძლიერი ქარმა ქალაქ ქობულეთში მოგლიჯა ხე. სტიქიამ ჩაქვის დასახლებაში სახურავი ახადა ერთ სახლსაც.





