პირველ ნაკადზე სულ უნდა გამოცხადებულიყო მერიის 285 თანამშრომელი, აქედან ტესტირებაში მონაწილეობა 242-მა თანამშრომელმა მიიღო, დადგენილი ზღვარი კი მხოლოდ 84-მა გადალახა.
ტესტი 60 კითხვისაგან შედგება. მერიის მიერ დადგენილი ბარიერის თანახმად, ტესტირებაში მონაწილე პირებმა შეკითხვების 75%-ს (45 შეკითხვას) სწორად უნდა უპასუხოს.
მეორე სესია 14:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 277 ადამიანი, რეგისტრაციის პროცესი ამ წუთებში (13:30) მიმდინარეობს.
მაია გაბუნიას განცხადებით, პირველ სესიაზე ერთი პირი დაგვიანების გამო არ დაუშვეს, რადგან ტესტირებაზე 9 საათის ნაცვლად, 10 საათზე გამოცხადდა.
ატესტაციის მეორე ტური- გასაუბრება 7-14 ნოემბერს ჩატარდება.





