აფიშაახალი ამბებიხელოვნება

Jessie J-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს გაიმართება

7 მაისი, 2019 • 12647
Jessie J-ის კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 6 აგვისტოს გაიმართება

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

  • ბილეთების გაყიდვა 8 მაისს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, საიტებზე: TKT.ge და Eventer.ge.
  • ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო.

BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს უზიარებს. სწორედ ამგვარი რეპერტუარით წარდგება „ბლექ სი არენას“ მსმენელის წინაშეც.

  • 16 ივნისს „ბლექ სი არენაზე“ ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტიც გაიმართება.
  • ნეტგაზეთის სანდო წყაროს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში ჯარედ ლეტოც გამართავს კონცერტს, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოში Jessie J და ჯარედ ლეტოც გამართავენ კონცერტებს

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება, ბილეთები 250 ლარამდე ღირს

მასალების გადაბეჭდვის წესი