ერდოღანის სამადლობელი ბანერები სტამბოლში. ფოტო: EPA-EFE

სტამბოლში, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები დანიშნა.

საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, საბჭომ მმართველი “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” საჩივარი 7 ხმით 4-ის წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

განმეორებითი კენჭისყრა 23 ივნისს გაიმართება.

სტამბოლის მცხოვრებლებმა თურქეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ხმაურით გააპროტესტეს.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. იზმირში, ანტალიასა და  მერსინში, ასევე, თურქეთის დედაქალაქ ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის წინააღმდეგობისა და ხმების არაერთგზის გადათვლის მიუხედავად, ექრემ იმამოღლუმ მერის მანდატი მიიღო, თუმცა პარალელურად, საარჩევნო საბჭო კვლაც განიხილავდა მმართველი პარტიის მოთხოვნას შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის კანდიდატი ოფიციალურად გახდა სტამბოლის მერი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.