ახალი ამბები

7-8-9 მაისს რიკოთის გვირაბი დაიკეტება

6 მაისი, 2019 • 1839
7-8-9 მაისს რიკოთის გვირაბი დაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 7-8-9 მაისს რიკოთის გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

კერძოდ:

• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი