ახალი ამბები

Spider-Man-ის მეორე ტრეილერი Endgame-ის სპოილერებზე გაფრთხილებით გამოქვეყნდა

6 მაისი, 2019 • 1755
Spider-Man-ის მეორე ტრეილერი Endgame-ის სპოილერებზე გაფრთხილებით გამოქვეყნდა

Spider-Man Far From Home-ის მეორე ტრეილერი მარველის ბოლო ფილმის, Endgame-ის სპოილერებს შეიცავს. შესაბამისად, ტრეილერის დასაწყისში ადამიანი ობობის როლის შემსრულებული ტომ ჰოლანდი ფანებს აფრთხილებს და მოუწოდებს, ტრეილერს Endgame-ის ნახვის შემდეგ უყურონ.

Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერა 26 აპრილს გაიმართა და ფილმის შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება Far From Home-ს, ეს მარველი სტუდიოსა და სონის მიერ ერთობლივად გადაღებული მეორე ფილმია.

მასალების გადაბეჭდვის წესი