იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე იურისტებს მოუწოდებს, იაქტიურონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

“ყველა პროფესიულმა გაერთიანებამ, ყველა ჩვენგანმა ინდივიდუალურად, ადვოკატებმა, პროკურორებმა, უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად იაქტიურეთ, პირადად იყოთ ჩართული, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ამარა არ დარჩეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ბედი. დაინიშნება თუ არა სუფთა და დამოუკიდებელი ხალხი, ყველა იურისტის ინდივიდლურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. გამოცხადდება კონკურსი და ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინც არ თვლის, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანს უნდა დაუტოვოს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 

Published by დათო ქოქოშვილი

დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com

Exit mobile version