ახალი ამბები

წყალდიდობის გამო მაშველების დახმარება 150 ოჯახს დასჭირდა – საგანგებო

6 მაისი, 2019 • 848
წყალდიდობის გამო მაშველების დახმარება 150 ოჯახს დასჭირდა – საგანგებო

კახეთში, ლაგოდეხში, მდინარეების ადიდებისა და გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური სამაშველო ბრიგადა და ტექნიკა.

უწყება წერს, რომ გუშინ, 5 მაისს , ღამით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატებისთანავე, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით,  გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი  საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს, კალაპოტებში კი მდინარეების წყლის დონემ იკლო. სააგენტოს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწია. ადგილზე ვითარება სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი