ახალი ამბები

პარლამენტის გადაწყვეტილებით ე.წ. გასაღები თებერვლამდე შსს-ში რჩება

30 ოქტომბერი, 2014 • • 1076
პარლამენტის გადაწყვეტილებით ე.წ. გასაღები თებერვლამდე შსს-ში რჩება

ე.წ. გასაღების წვდომასთან დაკავშირებით პარლამენტი კანონპროექტს პირველი აპრილის ნაცვლად თებერვლის ბოლომდე მოამზადებს და დაამტკიცებს. აღნიშნული ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოვიდა. უსუფაშვილმა დეპუტატებს სთხოვა, რომ ეს საკითხი არა 1 აპრილამდე, არამედ 2015 წლის თებერვლის ბოლომდე გადაიდოს, რაც პარლამენტარებმა გაიზიარეს.

 

აგვისტოში მიღებულმა კანონმა პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირი წვდომის უფლება, ე.წ. გასაღები კვლავ დაუტოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც  კვლავ შეუძლია  მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტორნული კომუნიკაციების თვალთავლი ისე, რომ  საქმის კურსში არ ჩააყენონ ჯიესემ ოპერატორები და ინტერნეტ პროვაიდერები. გარდა ამისა, აგვისტოში დამტკიცებულმა კანონმა არ შექმნა კონტროლის მექანიზმი. 2014 წლის აგვისტოში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში  1 ნოემბერი განისაზღვრა იმ ვადად, რა დრომდეც პარლამენტს შესაბამისი რეგულაციები უნდა შეემუშავებინა. ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე კი პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც თებერვლამდე გადავადდა. 

 

პრეზიდენტი უფლებამოსილია 24 საათის განმავლობაში აღნიშნულ კანონპროექტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი