მოგვიანებით ვოლსკიმ საკუთარი გამონათქვამის განმარტება გააკეთა.
“ქალბატონ ირმას მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არ ვაპირებდი მის წყენინებას და თუკი ეს ასე მოხდა, მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის. მიუხედავად ჩვენი რადიკალური განსხვავებებისა, რომელიც არასდროს არ მივა ერთ, საერთო ნიშნულამდე, ვფიქრობ, რომ არასწორი შეფასებები გააკეთა ჩემს მიმართ. თუმცა ადგილიდან წამოყვირება, მაშინ, როდესაც შენი კოლეგა საუბრობს და ლაპარაკობს, ესეც, მე მგონი, არ არის მთლად ზრდილობიანი საქციელი, ეთიკას თავი რომ დავანებოთ.”
საკუთარი გამოსვლის დროს უმრავლესობის წევრის გამონათქვამი თავად ირმა ნადირაშვილმაც შეაფასა.
“მინდა გამოვეხმაურო ბატონო ვოლსკის მომართვის ძალიან უჩვეულო ფორმას ჩემი მისამართით. ბატონო გია, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დარბაზი და არა ძველი ბიჭების თავშეყრის ადგილი. ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი მიმართვები, როგორიცაა, “ე, ბიჭო,” “ე, გოგო” აქ არ უნდა გამოვიყენოთ, თუმცა, ცხადია, თქვენი საქმის თქვენ იცით. მე თქვენ ჭკუას არ გასწავლით, რადგან არასდროს ვკიდებ ისეთ საქმეს ხელს, საიდანაც არაფერი გამოვა.”

![ვოლსკი ნადირაშვილს: რა გინდა, გოგო, გაჩერდი ერთ წუთს [VIDEO] ვოლსკი ნადირაშვილს: რა გინდა, გოგო, გაჩერდი ერთ წუთს [VIDEO]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2015/11/cms-image-000032127.png)



