ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძე პრემიერის თანაშემწედ დაინიშნა

30 ოქტომბერი, 2014 •
სოფო ჯაფარიძე პრემიერის თანაშემწედ დაინიშნა

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი თანაშემწე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სხდომაზე წარადგინა.


„მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტურად განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


სოფო ჯაფარიძე მანამდე მუშაობდა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის მენეჯერად, ასევე, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილედ. იგი პროფესიის სამართალმცოდნეა და გაერთიანებული სამეფოს ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრია.

სოფო ჯაფარიძე
სოფო ჯაფარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი