იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.

შავლეგო გამორჩეული ადამიანია ჩვენს გუნდში. ის არის გენერალი, სამხედრო და ჰქონდა სურვილი, დაბრუნებოდა საკუთარ პროფესიას. მინდა შავლეგოს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რაც ამ პოსტზე ყოფნისას შეძლო და გააკეთა”, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერმა.

გუბერნატორობამდე შავლეგო ტაბატაძე იყო აღმოსავლეთის გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების სარდალი. ის ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული ჯარების სწავლებებს და მონაწილეობდა საქართველოს საერთაშორისო მისიებში.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები თანამდებიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. შავლეგო ტაბატაძე სწორედ 2018 წლის 20 აგვისტოს დანიშნა პრემიერ-მინისტრმა იმერეთის გუბერნატორის პოსტზე.

არქივიდან:

7 ახალი გუბერნატორიდან ყველა კაცია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.