“ეს შეხვედრა შედგება 17 ნოემბერს, როდესაც საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრება ბრიუსელში, რათა შედგეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. 17-ში, 16:00 საათზე უკვე დანიშნულია შეხვედრა [სტოლტენბერგთან]”, – აცხადებს ფანჯიკიძე.
ღარიბაშვილთან შეხვედრა პირველად ნატოს გენერალურმა მდივანმა დააანონსა გუშინ, 29 ოქტომბერს.
“ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალიან წარმატებულია, მე ვესწრებოდი ბუქარესტის სამიტს, სადაც ჩვენ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა დღეს რომ გაღრმავებული პაკეტის იმპლემენტაციას ვახორციელებთ, რაზეც შევთანხმდით. მე ვაპირებ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მალე და ამ პაკეტის იმპლემენტაციის გაგრძელების შესახებ ვიმსჯელებთ. დამატებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო მართლაც ძლიერი პარტნიორია და ნატოს ბევრ ოპერაციაში მონაწილეობს. მათ ღირებული კონტრიბუცია შეიტანეს ჩვენს მისიაში ავღანეთში. მე ასევე მივესალმები რეფორმებს და პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს, განსაკუთრებით სამხედრო ძალებთან დაკავშირებულ რეფორმებს”. – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მარშალის ცენტრში დასმული შეკითხვის საპასუხოდ.