ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სახელმწიფო ე.წ. გასაღებს ვერ ანდობს უცხოურ კომპანიებს

30 ოქტომბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: სახელმწიფო ე.წ. გასაღებს ვერ ანდობს უცხოურ კომპანიებს

“ცოტა გაუგებარია ის მიდგომა, რომელიც მომდინარეობს არასამთავრობო სექტორიდან, ასევე, ჩვენი გუნდის წევრებიდან.  ის, რაც შალვა შავგულიძემ დააფიქსირა, არის აბსოლუტურად გონივრული გადაწყვეტილება. სამწუხროდ, ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ “გასაღების” მართვა, თუმცა ის მიდგომა, რომელიც ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე როგორც ვიცი, ეს გაზიარებული იყო პარლამენტშიც, რომ ეს დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში. მე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, ვერსია, რომელსაც გვთავაზობენ არასამთავრობოები, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის რისკების შემცვლელია და საფრთხის შემცვლელია.  საუბარი იმაზე, რომ ეს “გასაღები” იყოს კომპანიების ხელში, რომლებიც თავსი მხრივ აცხადებენ, რომ არ სურთ ამ “გასაღების” ფლობა. მეორე მხრივ, ჩვენ სახელმწიფო, მე და თქვენც გაიზიარებთ ამ აზრს, მე ვეწინააღმდეგები ამას, რომ ჩართვის მექანიზმი იყოს მობილური ოპერატორებისა და სასამართლოს ხელში”, – განაცხადა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, იქნება ეს ევროპული თუ სხვა ცივილიზებული ქვეყანა, ეს მოდელი მიღებული არაა.

 

“სახელმწიფო ვერ ანდობს ქვეყნის უსაფრთხოებას, საიდუმლობას და უშიშროებას უცხოურ კომპანიებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მეორეც, მე ვიცი, რომ საკმაოდ გართულებული აქვთ სამართალდამცავ ორგანოებს იგივე სასამართლოსთან ურთიერთობა, ძალიან ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ მთელი რიგი წინააღმდეგობები, რადგან ხშირად ძალიან მყარად დასაბუთებულ შემთხვევბშიც კი ვერ ახერხებენ ნებართვის მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩემი შეფასებით, ეს გამოიწვევს სრულ კოლაფსს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი