10:00 -, სასტუმრო “რედისონში” საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი განახლდება.
10:00 -“ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო ცენტრის მე-3 პავილიონში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართება შშმ პირთა და ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციების საერთო კრება.
10:00 – “შერატონ მეტეხი პალასში” აღსრულების კანონმდებლობის გაუმჯობესების პროექტზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდება, რომელზეც სიტყვით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოვა.
11:00 -სასტუმრო “ვერე პალასის” საკონფერენციო დარბაზში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
11:00 -, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე, გერმანიის ბუნდესტაგის წევრს კარინ სტრენზს შეხვდება.
11:00 -, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას ანგარიშის მოსმენა გაიმართება.
11:30 – “პირველ პრესკლუბში” “ერეკლე II საზოგადობის” ახალგაზრდული ფრთა და “ქართველთა კავშირი” ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
11:30 -, “რეპორტიორის” პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების”” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: სანდრო ბრეგაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადება.
12:00 – სასტუმრო “ქორთოარდ მერიოტში” საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა წარმოადგენს 2014 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით.
12:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტ-პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 15 ნოემბრის აქცია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე.
12:15 – “პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენელი ნინო ბორჩხაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე, 15 ნოემბრის აქცია, “რესპუბლიკელების” ახალი ინიციატივა.
13:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში “ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი” – “ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის” და “მებრძოლ პატრიოტთა კავშირი” ბრიფინგს გამართავენ.
თემა: წალკა ქართული მოსახლეობისგან იცლება, თბილისში ორშაბათიდან წალკის მოსახლეობა აქციებს იწყებს.
13:00 -, “პირველ პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა, მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადება, არეულობა კოალიციაში, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
14:00 – კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნით, საბერძნეთის საელჩოსთან მოქალაქეთა ჯგუფი საპროტესტო აქციას გამართავს.
14:00 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს “ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში” ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
თემა: “შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული კონტექსტის შემუშავება”





