ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის საგარეო: ვიმედოვნებთ, საზღვრის დელიმიტაცია სწრაფად დასრულდება

3 მაისი, 2019 • 1211
აზერბაიჯანის საგარეო: ვიმედოვნებთ, საზღვრის დელიმიტაცია სწრაფად დასრულდება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსწრაფესი დელიმიტაციის საჭიროებაზე აზერბაიჯანულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი უახლოეს დროში დასრულდება. აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მზადაა ამისთვის. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით წყდება, ასევე, ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში ორმხრივ ფორმატში. მიმდინარეობს ხოლმე სახელმწიფო კომისიის სხდომები. დღევანდელ დღემდე 11 ასეთი სხდომა არის ჩატარებული. მთლიანობაში, სახელმწიფო კომისიის ფარგლებში სახელმწიფო საზღვრის 480-დან 314 კილომეტრი შეთანხმებულია. 166 კილომეტრის შესწავლა კი ექსპერტების დონეზე მიმდინარეობს”.

ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც მხარეები აღნიშნულ პროცესში ეყრდნობიან, აბდულაევას ცნობით,  არის 1938 წლის სქემატური რუკა. ასევე, როგორც აბდულაევა აცხადებს, არსებობს 1942 მიღებული რუკა და 1963 წელს დამტკიცებული რუკა. დელიმიტაციის პროცესში სამუშაო ჯგუფის დონეზე მხარეები სწორედ ამ რუკას ეყრდნობიან და აქამდე ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეოს წარმომადგენლის განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა.

საქართველოსა და აზრბაიჯანს შორის ზუსტად დადგენილი საზღვარი არ არსებობს. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სწორედ საზღვართან მდებარეობს და მის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

 

საპატრიარქო სასულიერო პირების ისლამოფობიურ განცხადებებს ემიჯნება და პროვოკაციად აფასებს

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი