ახალი ამბები

წერილზე, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება, თქვენი პორტრეტი ხომ არ გამოისახება? – გოცირიძე გახარიას

2 მაისი, 2019 •
წერილზე, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება, თქვენი პორტრეტი ხომ არ გამოისახება? – გოცირიძე გახარიას

პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ შს მინისტრს იმ წერილზე ჰკითხა, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების წინ გიორგი გახარიასგან მიიღო და ამჟამად ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

რომან გოცირიძე დაინტერესდა, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, როგორც დეტექტიური ჟანრის ლიტერატურაშია, მისი სახე ხომ არ გამოისახება.

“თიბისი ბანკის ხელმძღვანელმა ახლახან განაცხადა, რომ ლონდონში ჩატარებული დასკვნის პასუხი ამ დღეებში იქნება. ბავშვობაში დეტექტივებს ხომ კითხულობდით?! გახსოვთ, დეტექტივებში როგორ არის, მოკლულის თვალებზე რომ მკვდრის სახე აისახება, როგორც ფოტოგრაფიაში. როგორ ფიქრობთ, ამ თეთრ ქაღალდზე, რომელსაც დღეს ექსპერტიზა უტარდება ლონდონში, შემთხვევით თქვენი პორტრეტი ხომ არ გამოისახება?!”-ჰკითხა რომან გოცირიძემ გახარიას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპასუხოდ თქვა, რომ რომან გოცირიძის სახე იქნება ამ წერილზე გამოსახული. “თქვენი ეპისტოლარული ჟანრი ღიმილის მომგვრელია, ბოდიში. თქვენი სახე ამოვა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი