ახალი ამბები

თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

2 მაისი, 2019 • 2644
თბილისისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

თბილისისა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება 18:00 საათისთვის შეწყდა. ნეტგაზეთი მიზეზების გარკვევას ცდილობს.

დედაქალაქის რაიონების გარდა, ელექტროენერგია არ მიეწოდება რუსთავს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს.

როგორც თელასში განგვიცხადეს, ელექტროენერგიის შეწყვეტა მათი ბრალი არაა და არ ფლობენ ინფორმაციას, რამ გამოიწვია ხარვეზი. თელასმა სახელმწიფო ელექტროსისტემაში გადაგვამისამართა, რომელიც ელექტროგადამცემ ხაზებს ფლობს და პასუხისმგებელია მათ გამართულ მუშაობაზე.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში ნეტგაზეთის ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ. უახლოეს ინფორმაციას ამავე მასალაში მიღებისთანავე გაცნობებთ.

  • ამბის გაგრძელება:

ნეტგაზეთს სახელმწიფო ელექტროსისტემაში განუცხადეს, რომ ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი”, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

დენის მიწოდება თბილისსა და რეგიონებს ელექტროსადგურ “იმერეთის” ავარიის გამო შეუწყდა

მასალების გადაბეჭდვის წესი