ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მსგავსად რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტს სამხრეთ ოსეთიც ამზადებს

29 ოქტომბერი, 2014 • • 1120
აფხაზეთის მსგავსად რუსეთთან შეთანხმების დოკუმენტს სამხრეთ ოსეთიც ამზადებს

ამასთან, მისი გაცხადებით, ეს შეთანხმება უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზეთისა და რუსეთის. 

 
“მომზადების პროცესში არსებულ შეთანხმებაში ჩვენ რუსეთთან უფრო ფართო ინტეგრაციას ვთავაზობთ. შეთანხმების ის ვარიანტი, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მზადდება, არ ასახავს სამხრეთ ოსეთის ერის ყველა სურვილს, მის სწრაფვას რუსეთის ფედერაციაში,”- განაცხადა ბიბილოვმა. 
 

პარლამენტის სპიკერის თქმით, დოკუმენტი შემუშავების სტადიაზეა და მიმდინარე წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს. 


აფხაზეთის პარლამენტმა რუსეთთან შეთანხმების პროექტი უკვე შეიმუშავა. რუსეთის მიერ შემუშავებული ვერსიისგან განსხავავებით, ამ დოკუმენტს  “სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება” ჰქვია. აფხაზმა პარლამენტარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან რუსეთსა და აფხაზეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” ახალი შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს მიიღეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი