ახალი ამბები

საგარეო უწყება უარყოფს ცნობას, რომ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტზე უარი მიიღო

2 მაისი, 2019 • 922
საგარეო უწყება უარყოფს ცნობას, რომ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტზე უარი მიიღო

საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა იმის შესახებ, თითქის საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ოფიციალურ ვიზიტზე უარი მიიღო.

საგარეო უწყების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტზე დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს მუშაობა და თარიღებზე საუბარი ნაადრევია. „რუსთავი 2“-ის მიერ წინა დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში ვიზიტზე უარი უთხრეს.

სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 31 იანვარს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა მანამდე სურდა, სანამ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა. ზურაბიშვილის თანახმადვე, ამ თხოვნით მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა მიმართვა გაგზავნილი.

„არის შეტანილი თხოვნა ვაშინგტონში, რომ სამუშაო ვიზიტი გაიმართოს, რამდენად ეცლება ჩემთვის, ვერ გეტყვით“, – ასე ციტირებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი