ახალი ამბები

ზაქარეიშვილი: პრემიერის მესიჯია, აფხაზებთან ერთად დავილაპარაკოთ ავტონომიის ფორმაზე

28 ოქტომბერი, 2014 • • 1168
ზაქარეიშვილი: პრემიერის მესიჯია, აფხაზებთან ერთად დავილაპარაკოთ ავტონომიის ფორმაზე

“გულისხმობს იმას, რაც წინადადებაში იყო მთლიანად, მაშინ პასუხი ნაგულისხმევი იქნება, მან შეთავაზა ავტონომია ევროპული კონტექსტით, პერსპექტივებით. ჩვენ დღეს კონსტიტუციაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკა, ასე გვიწერია. უცნაურია თავისთავად, 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია მიღებული იქნა, აფხაზეთი იყო ცალკე სახელწოდება ყოველგვარი ავტონომიის გარეშე და, თუ არ ვცდები, 2006-07 წელს უკვე შეიცვალა კონსტიტუცუა და ჩაიწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. პრემიერი იქნება თუ ვინც იქნება, ჩვენ ვალდებული ვართ, ვემორჩილებით კონსტიტუციას, ამ ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ. იყო ავტონომია და იქნება ევროპული ავტონომია, ევროპული ხედვებით, ევროპული კონტექსტით და ფორმატით, როგორც ეკადრება და ღირსია ევროპული სახელმწიფო”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ავტონომია გამოყენებულია, როგორც ფართო ცნება, რადგან ევროპაში ავტონომიურობის უამრავი ფორმა არსებობს:

 

“ჩვენ ამ წუთში ამა თუ იმ ფორმაზე არ ვლაპარაკობთ. პრემიერის მთავარი მესიჯი არის ის, რომ ერთად დავილაპარაკოთ, ავტონომიის რა ფორმაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ოღონდ ეს უნდა იყოს ევროპული კონტექსტიდან გამომდინარე. არა ის ავტონომია, რაც თქვენ იცით და გქონდათ და ჯერ კიდევ გვიწერია, არა იმ კონტექსტით, არამედ სულ სხვა ფორმით, ეს არის მკაფიოდ  გამოკვეთილი ევროპული კონტექსტი”,-ამბობს ზაქარეიშვილი.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს, ორწლიანი მუშაობის წარდგენისნას აფზახების და ოსების მისამართით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნა განუხორციელებელი გეგმაა.

 

“თქვენ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას, ჩვენს რიტორიკას და ჩვენს საქმეს. ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ამბობს ღარიბავილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი