სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის “პედაგოგთან საკონსულტაციო ცენტრის” წარმომადგენელ ტარას შავშიშვილს შორის მოხდა. კერძოდ, სხდომის დასასრულს შავშიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს ორი კითხვის დასმის უფლება სთხოვა, რამაც ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტარას შავშვიშვილს და დარმაზის დატოვება მოსთხოვა.
ზაზა პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც კომიტეტი ასეთ სერიოზულ საკითხზე მსჯელობს, არავის აქვს უფლება, სხდომა ჩაშალოს. მან შავშიშვილსა და მისი ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ დღევანდელ სხდომას, პროვოკატორები უწოდა. მან გაიხსენა, რომ ტარას შავშიშვილი არის სკოლის ყოფილი დირექტორი, რომელმაც არასრულწლოვანი გარიცხა სკოლიდან, რასაც მაშინ გახმაურებული სასამართლო პროცესები მოჰყვა.
ამ დაპირისპირების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომიტეტის სხდომა უკომენტაროდ დატოვეს. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა, თუმცა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის დღეს შეთანხმემის მიღწევა ვერ მოხერხდა.
კომიტეტზე განიხილებოდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია მასწავლებლობის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. აღნიშნულ სქემასთან დაკავშირებით, რომელიც შეიმუშავა განათლების სამინისტრომ, შეკითხვები აქვს განათლების კომიტეტს, რის გამოც ამ საკითხზე სამინისტრო პარლამენტი ამ დრომდე ვერ თანხმდებიან.