ახალი ამბები

ბოლო პერიოდში კობერიძე ფორმალურად ირიცხებოდა “ოცნების” რიგებში – მდინარაძე

1 მაისი, 2019 • 871
ბოლო პერიოდში კობერიძე ფორმალურად ირიცხებოდა “ოცნების” რიგებში – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბოლო პერიოდში ლევან კობერიძე ფორმალურად იყო “ქართული ოცნების” წევრი. მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, როცა კობერიძემ ფრაქციიდან წასვლა სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს მიაბა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე განმარტავს, რომ ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ლევან კობერიძესა და სხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე, ყოველთვის ერთი მოსაზრება ჰქონდათ. მდინარაძის მტკიცებით, მათ შეეძლოთ ერთად დაეტოვებინათ საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა “პიარ-სტრატეგიიდან” გამომდინარე, მათ ცალ-ცალკე დატოვეს “ქართული ოცნება”, რითაც პარტიისთვის ზიანის მიყენება სცადეს.

“ლევანს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობისა და ფრაქცია “ქართული ოცნების” რიგებში. ის ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა პოზიციას გამოხატავდა და ძალიან სამწუხაროა ლევანისგან, რომ მანაც გადაწყვიტა სასამართლოს თემასთან დაკავშირებით გაეკეთებინა ასეთი განცხადება და ამ თემას მიება უმრავლესობიდან წასვლა. თქვენ შეგიძლიათ ლევანის [კობერიძის] ძველი განცხადებებიც ნახოთ, ის ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა და ამიტომ ვამბობ, რომ ის ფორმალურად ინარჩუნებდა უმრავლესობის წევრის სტატუსს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

მან პირველ მაისს მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ და  მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი