ფეისბუკს ახალი ფუნქცია ემატება — „საიდუმლო ქრაში“ (ანუ ადამიანი, რომელიც ძალიან მოგწონთ). სერვისი ასე იმუშავებს:
- ფეისბუკის მეგობარს, რომელიც მოგწონთ, „საიდუმლო ქრაშების“ სიაში ამატებთ;
- მას მისდის შეტყობინება, რომ ერთ-ერთმა მეგობარმა ამ სიაში დაამატა, თუმცა თქვენი ვინაობა მისთვის უცნობია;
- თქვენს ვინაობას საიდუმლო ქრაში მხოლოდ მაშინ შეიტყობს, თუკი ისიც დაგამატებთ თავის „საიდუმლო ქრაშების“ სიაში;
ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი ჯერჯერობით მხოლოდ იმ ქვეყნებში იქნება, სადაც ფეისბუკის გაცნობის აპლიკაცია, Facebook Dating, ფუნქციონირებს. საქართველო ამ ქვეყნების ჩამონათვალში არაა.
ეს ქვეყნებია: ბრაზილია, ბოლოვია, ჩილე, გაიანა, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი, ლაოსი, მალაიზია, ფილიპინები, სინგაპური, ვიეტნამი, სურინამი, არგენტინა, კოლუმბია, მექსიკა, კანადა და ტაილანდი.
გარეკანის ფოტო: engadget.com