ახალი ამბები

ანონსი: 28 ოქტომბერი

27 ოქტომბერი, 2014 •
ანონსი: 28 ოქტომბერი

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:00 საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იტალიის ელჩთან ერთად ერთად გააჟღერებს სამინისტროს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ.

11:00 “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი ირაკლი ბათიაშვილი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.

მის: უშანგი ჩხეიძის ქ. #23

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში ,,უფლებადამცველთა გაერთიანების”” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძე და თეოლოგი ლაშა ცაიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები და 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია.

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია, “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” დირექტორი ზვიად დევდარიანი და “რეგიონის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლიზა სოფრომაძე პროექტის – “თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა” შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

12.00 რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიის მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ ბრიფინგს გამართავს.

მის: სოფიკო ჭიაურელის #13, რესპუბლიკური პარტიის ცენტრალური ოფისი (ფიქრის გორა)

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს

12:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13:00 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უშიშროების საბჭოს სხდომა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

28 ოქტომბერი
28 ოქტომბერი

13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმღვანელი კახა კოჟორიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური და “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: თბილისის მერიამ არასამთავრობოებს მოხელეთა ატესტაციის პროცესის დაკვირვებაზე უარი განუცხადა.

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე განცხადებას გააკეთებს.

13:30 “პირველ პრესკლუბში” “მარო მაყაშვილის ქალთა ორგანიზაციის” წარმომადგენელი ლიკა გამრეკელი და კახა ასათიანის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებლები სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია აფხაზეთის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეაფასებენ.

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

14:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა ქართული კალიგრაფიის კონკურსს გამოაცხადებენ.
მის: დ. უზნაძის ქ. #52

 

15:00 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართება “მრგვალი მაგიდა” იაპონური ბიზნეს დელეგაციისთვის.

 

17:00 სამეფო უბნის თეატრში, თემურ ჩხეიძის სახელოსნო წარმოადგენს ლევან ბერძენიშვილის ლექციას, თემაზე “ოიდიპოსზე – მითზე და კაცზე”.
მის: გია აბესაძის ქ. #10

 

18:00 ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

19:00 სტუდია “ტელევეზირი” მწერლის სახლში, პროექტის “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ~ვეფხისტყაოსანს” პრეზენტაციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი