ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პარიზში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

27 ოქტომბერი, 2014 • • 1119
პარიზში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტებმა მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე იმსჯელეს. 


სომხეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ დაიგეგმა. შეხვედრის მიზანი აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე დიალოგის უზრუნველყოფაა.

 

აზერბაიჯანში პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარიზში ილჰამ ალიევისა და სერჟ სარგსიანის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე უშედეგო იქნება. პოლიტოლოგებმა სკეპტიკური განცხადებები გამოცემა კავკაზსკი უზელთან გააკეთეს. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში


მასალების გადაბეჭდვის წესი