ახალი ამბები

პატივისცემა გამოამჟღავნეთ და მოგცემთ სიტყვას – კობახიძემ ფოფხაძეს მიკროფონი გამოურთო

1 მაისი, 2019 • 900
პატივისცემა გამოამჟღავნეთ და მოგცემთ სიტყვას – კობახიძემ ფოფხაძეს მიკროფონი გამოურთო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესზე მსჯელობენ, პარლამენტის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძეს მიკროფონი გამოურთო მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ირაკლი კობახიძე დამრიგებლური როლისა და ახსნა-განმარტებითი განცხადებების გაკეთების გამო გააკრიტიკა.

კობახიძემ გედევან ფოფხაძეს რეგლამენტის წაკითხვისკენ მოუწოდა, სადაც წერია, რომ თუ მიმართვის ადრესატია თავმჯდომარე, მას შეუძლია დეპუტატის განცხადებას უპასუხოს.

“ბატონო ირაკლი, შენიშვნები დაიტოვეთ, ტაშს რომ გიკრავენ იმათთვის”, – მიმართა ფოფხაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც კობახიძემ გამომსვლელს მიკროფონი გამოურთო და  კითხვის დასმის საშაულება არ მისცა.

“პატივისცემა გამოამჟღავნეთ და შემდეგ მოგცემთ ხოლმე სიტყვას”, – მიმართა კობახიძემ გედევან ფოფხაძეს.

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძეს თმენის ვალდებულების გამოჩენისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი