ახალი ამბები

კახა კალაძე: ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ

27 ოქტომბერი, 2014 •
კახა კალაძე: ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ

“აბა, იქნებ იმუშაოვოთ თქვენ და მომაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ჩემს ნათესავებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ცოლის მხრიდან ჩემს ნათესავებს ბევრს არ ვიცნობ და ალბათ თქვენ გექნებათ მაგის საშუალება, იმუშავოთ და მომაწოდოთ მეტი ინფორმაცია, ვინ არის დასაქმებული, ჩემი ნათესავები იქნება ეს, პირადი, თუ მეუღლის ნათესავები და მე აუცილებლად ჩავწვდები ბოლომდე მაგ თემას”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ინფორმაცია კალაძის ცოლის დეიდაშვილის, ლუკა კანკავას, საბურთალოს გამგებლის მოადგილედ დანიშვნის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებამ გავრცელდა. 24 ოქტომბერს კი თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულომ ვიცე-პრემიერ კახი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე დაამტკიცა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი