პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართული ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი სახელწმიფოს შექმნას ვერ შეძლებენ.
“ძალიან რთულია, როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. არ მოხდება ეს, მეგობრებო! ეს არის მოუღწეველი, უტოპიური გეგმა, რომელსაც არც ჩვენ, არც ჩვენი მომავალი თაობა არ შევეგუებით იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენ გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენ გარეშე. ჩვენ მართლა გვსურს, რომ აღდგეს ნდობა ჩვენ შორის”, – ამბობს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილმა აფხაზებს შესთავაზა ერთიან საქართველოში ცხოვრება და მას სჯერა, რომ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის აღდგება.
“თქვენ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს მიდგომას, ჩვენს რიტორიკას და ჩვენს საქმეს. ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად”, – ამბობს ღარიბავილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოში შეძლებენ აფხაზები მათი კულტურის შენარჩუნებას.





