საქართველოს 6 მოქალაქეს ესპანეთში 102 სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბრალად ქურდობა ედებათ. პოლიციის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი ესპანეთის ერთ მოქალაქესთან ერთად სახლებს ძარცვავდნენ.

ქალაქ ლა კორუნიაში მათ 102 სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.


დაკავებები განხორციელდა ლა კორუნიასა და ბარსელონაში, საიდანაც პოლიციის მტკიცებით, ნაძარცვი ნივთებიც ამოიღეს.



გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულები სახლების კარებს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით აღებდნენ და ძვირფას ნივთებს, ფულს, ასევე, მობილურ ტელეფონებს იპარავდნენ.


ესპანეთის პოლიციის მიერ ამოღებული ნივთები
ესპანეთის პოლიციის მიერ ამოღებული ნივთები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი