ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრილიანტებით მორთული ოქროს სმარტფონი სომხეთის პრეზიდენტისთვის

26 ოქტომბერი, 2014 • • 1917
ბრილიანტებით მორთული ოქროს სმარტფონი სომხეთის პრეზიდენტისთვის

ახალ საგამოფენო ცენტრ “მერიდიანში”, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონაა, შთამბეჭდავი სანახაობა შედგა. თუმცა დამთვალიერებლებს შორის, სადაც სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, საყოველთაო ყურადღება მიიპყრო Apple-ის პროდუქციამ, კერძოდ, ოქროს, ტიტანის, ტყავის, ბრილიანტების და სხვა ექსკლუზიური მასალებისგან დამზადებულმა iPhone-ებმა, რომლებიც ეძღვნებოდა სომხეთს. იგი იტალიურმა კომპანიამ, Caviar-მა წარმოადგინა.

ტელეფონის უკანა კორპუსის ოქროს პანოზე გამოსახულია დეკორაცია – რთული, ხელით შესრულებული გრავიურა, რომელიც ასახავს სომხეთის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ეჩმიაძინის მონასტერს და არარატის მთის სილუეტს. Caviar-ის წარმომადგენლებმა შექმნეს განსაკუთრებული მოდელის ტელეფონი “Atlante Armenia Presidente” სპეციალურად სერჟ სარგსიანისთვის.

ოქროს აიფონი სერჟ სარგსიანისთვის
ოქროს აიფონი სერჟ სარგსიანისთვის

ძვირადღირებული iPhone-ი პრეზიდენტისთვის იგივე დიზაინითაა შექმნილი, როგორც კლასიკური მოდელი “Armenia”. თუმცა პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ეგზემპლარზე დამატებულია რამდენიმე შესამჩნევი ნიუანსი: ტელეფონის კორპუსი მორთულია პრეზიდენტის პერსონალური სახელის გრავიურით, ხოლო არარატის გამოსახულება გაფორმებულია ბრილიანტებით.

ოქროს აიფონი სერჟ სარგსიანისთვის
ოქროს აიფონი სერჟ სარგსიანისთვის

გამოფენა სომხეთში 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი