ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად ზამთრის დროზე გადავიდნენ

26 ოქტომბერი, 2014 • • 1012
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად ზამთრის დროზე გადავიდნენ

ცხინვალის ოფიციალური განმარტებით, “იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოსკოვის დრო მოქმედებს, პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა 26 ოქტომბერს დროის ცვლილების შესახებ დადგენილება მიიღო. მოსკოვის პარალელურად დროის ცვლა რაციონალურია რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების გათვალისწინებით.” 

 

აფხაზეთში აღნიშნულ განკარგულებას ხელი ბესლან ბუტმამ, პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. 

 

საათი ერთი საათით უკან აზერბაიჯანმაც გადაიყვანა. რაც შეეხება საქართველოსა და სომხეთს, ამ მხრივ ცვლილება არ არის. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი