ბახტაძე: მახათას მთაზე 700-მდე სამხედროსთვის ბინები აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 700-მდე სამხედრო მოსამსახურეს მახათას მთაზე ბინებს აუშენებენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბინების განაწილების კრიტერიუმები ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე იქნება დაფუძნებული და საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები:

“დღეს ჩვენ ვიწყებთ მშენებლობას ახალი უბნის ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ემოციური პროექტი პირადად ჩემთვის.

მე განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე 700-მდე სამხედრო მოსამსახურემ გამოთქვა სურვილი და გაწევრიანდება იმ ამხანაგობაში, რომელშიც ჩვენ ყველა ერთად აქ ავაშენებთ ამ ახალ უბანს ჩვენი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა”, – თქვა პრემიერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.