12 საათისთვის ამომრჩევლების აქტივობა საარჩევნო უბნებზე 198 ოლქის მონაცემებით 20% –იყო.
2012 წლის მონაცემებით, უკრაინის 225 ოლქზე ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის 45,43%–ს შეადგენდა.
უკრაინის უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში 29 პარტია და 3,5 ათასი მაჟორიტარი კანდიდატი მონაწიელობს.
ყირიმის ნახევარკუნძულზე და სევასტოპოლში არჩევნები არ ჩატარდება. ასევე ხმის მიცემის პროცესი არ შედება დონეცკის 9 და ლუგანსკის 6 ოლქში. უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ.
უკრაინის რადაში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც ხმების 5%–ს მოაგროვებენ და ის მაჟორიტარები, ვინც საკუთრ ოლქებში ხმების უმარვლესობას მიიღებენ.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ორი კვირის ვადაში გაასაჯაროებს. სავარაუდოდ, 10 ნოემბერს უმაღელსი რადას არჩევნების შედეგები ცნობილი იქნება.